Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კახეთში ოთხმა კოოპერატივმა სკები და საჭირო ინვენტარი მიიღო
GBC news
26 June 2016, 18:14

თბილისი (GBC) -  კახეთის რეგიონის მეფუტკრეობის 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 370 სკა და თაფლის საწური (ციბრუტი) გადასცეს.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლოა აქვთ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი - სკები, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) - ღირებულების 30%-ად მიიღონ.

ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 7 588 სკა უკვე მიიღო.

ახლო მომავალში, კიდევ 51 კოოპერატივი 3 609 სკას მიიღებს, 19 კოოპერატივს 19 ერთეული თაფლის საწური და 2 200 ლიტრიანი თაფლის შესანახი ავზები (საერთო მოცულობით 41 800 ლიტრი) გადაეცემა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძლდება.

მეფუტკრეობის კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი, მისი მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი